მახსოვს, ბავშვობაში დედაჩემს იავნანა არასოდეს უმღერია. ბოროტი დედა კი არ იყო, ნურას უკაცრავად, უბრალოდ არანაირი ვოკალური მონაცემი არ ჰქონდა. ერთადერთი რასაც ჩაიღიღინებდა ხოლმე, ეს იყო:
“ეს საწყალი კურდღელი, ძლიერ ავად გაგვიხდა,
არც სტაფილო ეამა, ჩამოდნა და გაყვითლდა.”
ამასაც მაშინ მიმღეროდა, როცა სიცხე მქონდა, დამსკდარი ტუჩებით და გაფითრებული სახით ვიწექი ლოგინში. დამიჯდებოდა, გახურებულ შუბლზე მაკოცებდა და მიმღეროდა.
მომენატრა ეგ სიმღერა.
ახლაც გრიპი მაქვს, ყელი მტკივა, თავი მიბრუის.
მაგრამ დედა არ მიმღერის…
მნიამ… სედ სთორი.
ამ ჩემი ავადმყოფობის მადლიერი გახლავართ, იმიტომ რომ, პარასკევიდან დღემდე (სამშაბათამდე) სკოლაში არ ვყოფილვარ :ჯუმპ: ეს უკანასკნელი კი იმდენად მეზიზღება, ნებისმიერ ნემსებს, მწარე წამლებს და ტრაალალლას ვამჯობინებ მანდ წასვლას.
თავის უკიდურესად მომკვდარუნების შემდეგ, დედამ ნება დამრთო, 1 საათით გამომეძინა. მეც თავი მივდე ბალიშსს და ნეტარების მორევში ჩავიძირე.

mec mimgeroda xolme dedachemi am simgeras da ar mevaseboda sul vachumebdi )) sevdiani ro iyo ar mindoda