დღეს ფრანგულის მეცადინეობიდან რომ მოვდიოდი, ერთი კითხვა ამეკვიატა…
რა არის ის რაღაც,
როცა ადამიანს არავითარი გადაუჭრელი და საჭირბოროტო პრობლემა არ აწუხებს და მაინც უბედურია “იმ რაღაცის” არქონის გამო…
თითქოს, შენს სულში რაღაც ამოუვსებელი ორმოა, რომელსაც ვერაფერს უხერხებ.
მაგალითად, ცნობილი ბიზნესმენი ავიღოთ.
მას აქვს აგარაკები,სახლები მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკურ ადგილებში.
იგი ჩერდება სასტუმროებში, სადაც 1 ღამე 100000$ ღირს…
მას ჰყავს ლამაზი ცოლი, შესანიშნავი შვილები, შეუდარებელი საყვარლები, ბოოლო მოდელის მანქანები.
იგი საკუთარი თვითმფრინავით დამოგზაურობს…
არ აწუხებს არც სიბრალული, არც მოწყენილობა, არანაირი ყოფითი პრობლემა.
მას აქვს ფული, გავლენა, ოჯახი…
მაგრამ მაინც არ თვლის თავს ბედნიერად.
აკლია რაღაც……
თქვენი აზრით, რა არის ეს?

Advertisement
ra aris da keisi Pulp Fiction idan…
საიდან დაასკვენი, რომ რაღაც აკლია? კინოში ნახე?
eg imis bralia, ro isic ADAMIANIA da yovelTvis ufro meti unda, vidre aq…
)) ravici, memgoni.. mara arian iseTebic, romlebic naklebi fuiliT, coliT da shvilebiTac zalian bednierebi arian… ))
zogma ki arafris dafaseba ar icis da sul meti unda
adamianzea eg damokidebuli ))
lene +1
მატერიალური კეთილდღეობა არ ნიშნავს სულიერს, ბედნიერება კი წამიერი მოვლენაა. მთელი ცხოვრების განმავლობაში წამიერად გაიელვებს და იღბეჭდება მეხსიერებაში.
ჭეშმარიტი ბედნიერება კი სულიერი სიმშვიდე, ჩვენთვის ქრისტიანებისათვის სულის მარადიული ცხონებაა.
ჩემი აზრით აკლია სიმშვიდე..
აკლია სიმწვანე..
აკლია ღიმილი..
ასეთ ადამიანს უბრალოდ არ ახსოვს სული…