Here Comes the SPRING!

ვაშა..ვაშა..ვაშა!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
ჰოი, ჰოი დადგა ნანატრი პერიოდი..
მზე [b]ვიგრძენი[/b] ^_^
მოგატყუებთ, რომ გითხრათ გაზაფხული დიდად მიყვარს-მეთქი, მაგრამ ზამთრის შემდეგ და ამაზრზენი მარტის:-ს ( მარტს მე გაზაფხულად არ ვტვლი, მოღალატეა ეგ, ზამთრისიანია :უსერ: ) აპრილის სურნელი ნამდვილი სიამოვნებაა.
დილით ჩემდაგასაოცრად, 6 საათზე წამოვხტი ფეხზე. დედაჩემსა და მამაჩემს ვინ იცის, რა ესიზმრებოდათ ამ დროს..
გავყავი შარვალში ფეხი და მივუჯექი კომპიუტერს + თემა მქონდა დასაწერი :-ს (ავაიიიჰ)
ლექსის ანალიზი რომ მივასიკვდილე :ჯუმპ: მერე პაწმაწუნა მოთხრობა დავსწერე :ეგო:
მერე “რიგითი რაიანის გადასარჩენად” ჩავრთე :love: მიყვარს მეორე მსოფლიო ომზე ფილმები ( თან როგორ :წუბ: )
ამ ყველაფერს მოვრჩი 9 საათამდე.
მერე რაღაც ფსევდო-საშინელებათა ფილმს ვუყურე
და ისევ კომპიუტერს მივაშურე ;;)
ჰოდა, გაზაფხულის გეგმები აქვე:
1. “მზესუმზირების” აქცია კვირას..:>
2. 24-ე სკოლაში ქართულის ტურში “ვენი, ვიდი, ვიცი” უნდა ვუქნა თემებს :უსერ:
3. სახლი-სკოლა-მეცადინეობა
4. მეორე ტურში თუ გავედი (სავარაუდოდ ქართულში გავალ :ჯუმპ: ) დავსწერ!
5. სახლი-სკოლა-მეცადინეობა
6. იხ. პუნქტი მესამე (ან მეხუთე)

;;)
შემდეგში დავამატებ რამეს…
Listening to
Portishead – Small

ეს საწყალი კურდღელი…

მახსოვს, ბავშვობაში დედაჩემს იავნანა არასოდეს უმღერია. ბოროტი დედა კი არ იყო, ნურას უკაცრავად, უბრალოდ არანაირი ვოკალური მონაცემი არ ჰქონდა. ერთადერთი რასაც ჩაიღიღინებდა ხოლმე, ეს იყო:
“ეს საწყალი კურდღელი, ძლიერ ავად გაგვიხდა,
არც სტაფილო ეამა, ჩამოდნა და გაყვითლდა.”
ამასაც მაშინ მიმღეროდა, როცა სიცხე მქონდა, დამსკდარი ტუჩებით და გაფითრებული სახით ვიწექი ლოგინში. დამიჯდებოდა, გახურებულ შუბლზე მაკოცებდა და მიმღეროდა.
მომენატრა ეგ სიმღერა.
ახლაც გრიპი მაქვს, ყელი მტკივა, თავი მიბრუის.
მაგრამ დედა არ მიმღერის…
მნიამ… სედ სთორი.

ამ ჩემი ავადმყოფობის მადლიერი გახლავართ, იმიტომ რომ, პარასკევიდან დღემდე (სამშაბათამდე) სკოლაში არ ვყოფილვარ :ჯუმპ: ეს უკანასკნელი კი იმდენად მეზიზღება, ნებისმიერ ნემსებს, მწარე წამლებს და ტრაალალლას ვამჯობინებ მანდ წასვლას.
თავის უკიდურესად მომკვდარუნების შემდეგ, დედამ ნება დამრთო, 1 საათით გამომეძინა. მეც თავი მივდე ბალიშსს და ნეტარების მორევში ჩავიძირე.

ბედის ირონია 3

მალე საახლწლო და საშობაო განწყობა გაქრება და ჩვეული ერთფეროვანი დღეები წაეწყობა ერთმანეთს. ლონდონში უნდა დავბრუნდე, სწავლა იწყება მეტროში ცარიელი სკამი მოვძებნე და მოვკალათდი. საერთოდ, მეტროებს ვერ ვიტან, მაგრამ ტაქსისთვის გადანახული უკანასკნელი 6 ლარი ლუდს და ჩიპსებს მივახარჯე. აიფოდი ჩავრთე, ქუდი გემრიელად ჩამოვიფხატე და თავი ვაგონის კედელს მივაყრდენი. ჩემს წინ დიდი პლაკატი გაეკროთ ვიღაცებს “თოვლის ბაბუა გამოძახებით” ნეტაი თქვენ, ჯერ თოვლის ბაბუა რაა და მერე მაგის გამოძახება? რატომღაც ვერ ვიტან თოვლის ბაბუებს…
ჯიბეში რაღაცამ გაიზრიალა. მგონი ჩემი მობილურია. ნოკია ამოვაცურე ჩანთდან, ახალი სმს-ი მომივიდა:
“პრივეტ, ნიც, როგორ ხარ?”
“წადი შენი! ამ იდიოტურ ტრანსპორტში ვზივარ იდიოტი ხალხის გარემოცვაში და ამინდივით საზიზღარ ხასიათზე ვარ” ხო..ეს გავიფიქრე, მაგრამ..
კლავიშები ავაწკაპუნე, მესიჯის წერა დავიწყე.
“ვაააა, გიოო! მაგრად ძალიან, ახლა დაქალთან ვარ და ვერთობით მაგრად! შენ როგორ ხარ?”
sending…
ჩემს გვერდით ახალგაზრდა ქალი იჯდა, N რაოდენობის პარკი ეკავა და მეორე იმდენი გარს შემოელაგებინა. ტყავის ბორდოსფერი ქურთუკი და შავი წვეტიანი ჩექმები ეცვა. გვერდით შვილი ედგა, ასე 7-8 წლის ცინგლიანი ბიჭი იყო. დედას ექაჩებოდა გამწარებული “დეეე, კრეკერები მიყიდე!”
Delivered
- შემეშვი, ბიჭო, შენი თავი მაქვს?
- დეეეეეე, მიყიდე კრეკერები!
- გაჩუმდი, თორემ მიიღებ ტუჩებში! – ქალმა გაფარჩხული ხუთი თითი დაანახა ბავშვს
- დეეეეეე, მიყიდე კრეკერები!
- რა ჯანდაბით გიყიდო, არ მაქვს ფული, მოგხვდება-მეთქი, თუ არ გაჩერდები!
- დეეეეეე, მიყიდე კრეკერები!
აი, აქ უკვე მოსალოდნელი ლაწანის ხმა გაისმა..
ჩემი ტელეფონი ისევ ახმაურდა
“ჩვენც ეგრე, ბიჭები დღეს ღამის კლუბში ვაპირებთ წასვლას და წამოხვალ?”
“რა ყ….ე ხარ!ახლა ფიქრობ ალბათ, ცოტას დავალევინებ, კომპლიმენტებს ვეტყვი, შევკერავ და მერე ბინაში ავალთო. ჰეჰე, ბებიაშენისამ!”
ხო..ეს გავიფიქრე, მაგრამ..
“რავი, კი. ზუსტად არ ვიცი, ჩვენს ძმაკაცთან PARtY იჩითება და შეიძლება მანდ ავიდეთ გოგოები, თუ ხვალამდე გადაიდო, წამოვალ”
sending…
გამეღიმა, ძმაკაცი და ფართი რომელია, მთელი საღამო ჩემი მოხუცი ბებიის ახალგაზრდობის ისტორიებს უნდა ვუსმინო.
Delivered.
ჰო, ესე ეს გიო ჩემი დაქალის ყოფილი შეყვარებულია, რომელმაც ჟარგონულად რომ ვთქვათ, დაადო ჩემს ერთსულსა და ერთხორცს ამიტომ გადავწყვიტეთ შური გვეძია და გასართობ-ჯავრის ამოსაყრელად პატაარა გეგმა შევიმუშავეთ… გიო სკაიპში გავიცანი და სწორედ დღეს უნდა მენახა…
ჩემს წინ ორი გოგო გაიჭიმა…
- აუუ, გუშინ ზმანებზე ვიყავით მე და თათუკა და ვიღაც ტიპი ავაგდე
- მართლააა? ძააან მაგარიააა
- ხოო, მაღალი, ქერა და ცისფერთვალება. იცი, მოვეწონე
- ვააა, მეერე?
- მერე მივედი, გ ავეცანი და აღმოჩნდა, რომ ჩემი ექს შეყვარებულის ნათლიის სხვა ნათლული ყოფილააა, აზროობ
- პრიოსტა რიააა..

ტელეფონი გაწკრიალდა…
“იტოგში, დრეს 11ისთვის გამოგივლი რა თუ გეცლება”
“თვითდაჯერებული იდიოტი ხარ, მდიდარი მამიკოს ბიჭუნა, წადი შენი..”

ხო..ეს გავიფიქრე, მაგრამ..
“კარგიი, აბა ჰე, გამიხარდა რომ მომწერე”

ბინაში შევიძურწე, მაშინვე მაცივარს ვეცი. ბანანის წვენი, “ვიოლას” ყველი, თხლად დაჭრილი პურის ნაჭერი მოვინადირე და უზარმაზარეკრანიანი ტელევიზორის წინ გავიშხლართე ასევე უზარმაზარ ტახზტე. ვინ გაცალა, ზარი იყო კარებზე.
ჩემი დაქალები ჭინკებივით შემოხტნენ და იდილია დამირღვიეს, არა და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ნაბახუსევზე ვყოფილიყავი. სმს-ის შესახებ რომ ვაცნობე, მაშინვე მობილურს ეცნენ და გადაქექეს ინბოქსი.
- რას იცვამ?
- რავი, ასე წავალ…
- რაა? – აქ ორივეს თვალები გაუფართოვდა და ყბა ჩამოეწელა.
- ხოო, რა მოხდა..
აქ ჩემი თავი ავათვალიერ-ჩავათვალიერე:
ვიწრო ჯინსებზე გრძელი წარწერებიანი მაისური გადამეცვა და ფეხზე ჭუჭყისგან ფერდაკარგული vans-ები მეცვა…
წამის მემილიარდედში ჩემი კარადა გამოაცარიეელეს და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, თავიანთი კაბებიდან აერჩიათ რაიმე.

11 საათიც მოახლოვდა… ჩემი დაქალის ვიწრო, მოკლე კაბასა და N რაოდენობის მაკიაჟში თავს იდიოტურად ვგრძნობდი. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ძალიან ბევრი ვიცეკვეთ და დავლიეთ. გიო ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა: თვითკმაყოფილი ბღენძია, მოძველბიჭო და მექალთანე..
დილის 5 საათი ხდებოდა..
- წავიდეთ? – მკითხა გიომ
- წავიდეთ
გიოს ლაპლაპა, შავი აუდი ნელა მისრიალებდა ქუჩებში, მალე ერთ-ერთ ფეშენებელურ სახლთან გავჩერდით.მან ჯენტლმენური თავაზიანობით გამიღო კარი და შემიძღვა ოთახში. ალკოჰოლისგან გათამამებულმა ჩემკენ წამოიწია, მაგრამ გავუხსლტი
- წამო რა, მანქანით ვისეირნოოთ
-ახლა? იცი რომელი სააათია? – გაუკვირდა
- გთხოოვ, თან სიგარეტი მინდა და დამიმთავრდა.
- მე მოგცემ
- არა, ეგ არ მინდა, წამო რა
- კარგი…
“აი, იდიოტი. მთელი საღამო მოწევას ვუკრძალავდი, ალერგია მაქვს მეთქი სიგარეტის სუნზე…”
გასაღებს მე დავტაცე ხელი და გიოს სახლის კარი მე დავკეტე..ფრთხილად ჩავაცურე გასაღები ჩანთის ჯიბეში…
- გიო, საფულე დამრჩენია და შენი მომეცი რა
უხმოდ გამომიწოდა.
ისიც ჩანთაში ვჩურთე…
- საჭესთან დამსვამ?
- რა პრობლემაა…
მანქანიდან გადავიდა, მე წამის მეასედში გადავსკუპდი და მანქანა დავძარი ელვის სისწრაფით…
უკან რომ მოვიხედე, გაოგნებული და გაფითრებული სახით იდგა გიო..
მას მერე არც მინახავს

სახლში ავირბინე, ბარგი გიოს მანქანაში ჩავყარე, საფულე მათხოვარს ვაჩუქე, სახლის გასაღები ნაგვის ურნაში მოვისროლე.
აეროპორტში დავიგვიანე, უკვე იწყებოდა ჩასხდომა ჩემს რეისზე. მანქანის გასაღები ფრანგ ტურისტს ჩავუცურე ჩანთაში და თვითმფრინავისკენ გავწიე.. ამ დროს მობილურმა დარეკა, ჩემი დაქალი იყო
- ნიიიც
- ჰო
- ეგ ის გიო არ იყო, შეგეშალა…

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი და მე

ბავშვობა ცხოვრების საუკეთესო ხანაა, რომლის შენარჩუნება უნდა ეცადოს ადამიანმა თავის სულში. ეს შეძლო ფრანგმა მწერალმა და პილოტმა ანტუან დე სენტ-ეკზიუპერმა. იგი იყო პიროვნება, რომელიც თავის მსგავსს ეძებდა, ისეთს, რომელიც შინაგანად ბავშვი გახლდათ. მაქსიმ გორკის ცნობილი ფრაზას მინდა, რომ დავესესხო “ბავშვები დედამიწის ცოცხალი ყვავილებია”. ისინი ყველგან და ყოველთვის ეძებენ სილამაზეს და არა – მატერიალურ ფასეულობებს. ასევე იქცეოდა ეკზიუპერიც. ის თავის მოთხრობაში “პატარა უფლისწული” ამბობს,რომ ადამიანებს მოსწონთ სახლი, თუ ის ძვირადღირებულია, მაგრამ ლამაზი ყვავილებით მორთულობა მათთვის ფასეულობას არ წარმოადგენს. ეკზიუპერი ადამიანებს აფასებდა არა ფინანსური და სოციალური მდგომარეობით, არამედ იმით, თუ რამდენად ნათელი გონების პატრონები იყვნენ ისინი. ამ პიროვნების “ბავშვური” ხასიათი მასში ისეთ თვისებებს წარმოშობს, როგორიცაა გულახდილობა, მიამიტობა, გულკეთილობა, სილამაზისკენ სწრაფვა. ეკზიუპერი ხედავდა ცხოვრებით გაუხეშებული ადამიანებისთვის დაფარულს, იმას, რასაც მხოლოდ ბავშვები შეიცნობენ..

სხვა “დიდები” ყველაფერს მარტოოდენ თვალებით უცქერიან და არა გულით. მათთვის უცხოა ის სიწრფელე, რაც აქვთ ბავშვებს. ისინი რთულად, მძიმედ ცხოვრობენ და მატერიალურ პრობლემებში არიან ჩაძირულნი. ადამიანები საკუთარ თავში კარგავენ იმ ბავშვს, რომელმაც ისინი ბედნიერებამდე უნდა მიიყვანოს. მოთხრობის სხვა პერსონაჟები გულს უხურავენ სიყვარულს, გულწრფელობას, ამიტომ ხდებიან ასეთი გულქვები და მატერიალისტები.

ადამიანთა ორი ტიპის ჩვენებით ავტორს სურდა ეთქვა, რომ ადამიანებისთვის მთავარი უნდა იყოს სიყვარული, მეგობრობა, სილამაზე… საჭიროა, ერთმანეთს ისე დავუახლოვდეთ და ვემეგობროთ, როგორც ამას ბავშვები აკეთებენ. ყველაზე ღირებული ამ სამყაროში არის სითბოსა და სიყვარულის გაზიარება.

Integral Fairbrook Wingates Hellsing

Sir Integra Hellsing is a 22-year-old noblewoman member of the Protestant Knights who is the head and last member of the Hellsing family, the Bureau Director of the Hellsing Organization, and the current master of Hellsing’s vampire, Alucard. Integra is usually a collected individual, rarely allowing her emotions to get in the way of business. However, she is sometimes prone to fits of anger. The Hellsing family is “on a mission from God,” and she values her duties to protect the United Kingdom and the Anglican Church above everything else. For her, failure is not tolerated, especially her own. She runs the Hellsing Organization with charisma and patriotism, and she is one of the few people who can stand up to the force of Alucard’s personality and command his respect.

Born into the prestigious and mysterious Hellsing family, Integra has been sheltered and educated all her life to take the place of her father, Sir Arthur Hellsing, as Bureau Director of the Hellsing Organization. Integra’s mother does not appear in her flashbacks, suggesting either that Integra never met the woman or that she died when Integra was very young. When she was 12 years old, Integra’s father passed away and entrusted her with their family’s mission to lead the Royal Protestant Knights and protect England, and asked his brother, Richard, to aid her.

Almost immediately after Arthur’s death, Richard Hellsing, jealous of Integra for inheriting the family headship, attempted to hunt her down and kill her. Integra escaped her traitorous uncle and managed to reach a dungeon in the mansion’s sublevels, where her father had said she would find her salvation. Hoping to find a knight in shining armor, she stumbled across an old, dried-out corpse, instead. Richard found her, cornered her, and shot her in her shoulder, spilling her blood across the floor of the room. The corpse, actually a vampire whom Arthur had imprisoned 20 years earlier, awoke and licked up Integra’s blood. Rejuvenated, it proceeded to kill her persecutors, thus saving her. Richard, desperate, attempted to kill Integra one last time, but the vampire blocked his bullet. Picking up a gun, Integra shot and killed her uncle, becoming the last descendent of the Hellsing bloodline. The vampire, whose name was Alucard, became her loyal servant.

Not long after, Integra was knighted and introduced to Vice Admiral Sir Shelby Penwood, a former friend of her father. Upon seeing Integra for the first time, Sir Penwood said that she was far too young to fulfill her duty. He revised his opinion during the actual storyline, in which he admitted that it was an honor to have met and served with her in his farewell message, prior to his death. His sacrifice was just one of the many examples that helped solidify Integra’s resolution about humanity’s worth and continue her duty.

Young Integra was portrayed as a timid but willful girl seemingly intimidated by the supernatural who was forced to grow up abuptly when her treacherous uncle tried to kill her. When Alucard became her servant, she grew more confident and comfortable with her position as head of the Hellsing family and a Knight of the Round Table. Much like Seras Victoria, Integra experiences a coming of age, gaining experience and losing her remaining innocence as events unfold and the war begins, transforming into a leader with an iron resolution who does not flinch at the first signs of danger and who gains wisdom through dire losses and betrayals. The Major recognizes her change from a “beautiful Fräulein” (he goes so far as to apologize for calling her this) to the most dangerous enemy who stands in the way of his plans, calling her forth into his Zeppelin.
00002py51

ის რაღაც…

დღეს ფრანგულის მეცადინეობიდან რომ მოვდიოდი, ერთი კითხვა ამეკვიატა…
რა არის ის რაღაც,
როცა ადამიანს არავითარი გადაუჭრელი და საჭირბოროტო პრობლემა არ აწუხებს და მაინც უბედურია “იმ რაღაცის” არქონის გამო…
თითქოს, შენს სულში რაღაც ამოუვსებელი ორმოა, რომელსაც ვერაფერს უხერხებ.
მაგალითად, ცნობილი ბიზნესმენი ავიღოთ.
მას აქვს აგარაკები,სახლები მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკურ ადგილებში.
იგი ჩერდება სასტუმროებში, სადაც 1 ღამე 100000$ ღირს…
მას ჰყავს ლამაზი ცოლი, შესანიშნავი შვილები, შეუდარებელი საყვარლები, ბოოლო მოდელის მანქანები.
იგი საკუთარი თვითმფრინავით დამოგზაურობს…
არ აწუხებს არც სიბრალული, არც მოწყენილობა, არანაირი ყოფითი პრობლემა.
მას აქვს ფული, გავლენა, ოჯახი…
მაგრამ მაინც არ თვლის თავს ბედნიერად.
აკლია რაღაც……
თქვენი აზრით, რა არის ეს?
28___01_by_przemekbrzoskowski3

Mandalay

ძალზედ მიყვარან ესენი…

Ex-Thieves instrumentalist Saul Freeman aimed for his own dream-pop aesthetic when he placed an ad in the now defunct music weekly, Melody Maker. He had already worked with David McAlmont, but wanted a new creative outlet.Searching for an ethereal voice similar to the likes of the Cocteau Twins’ Elizabeth Fraser and Shara Nelson (Massive Attack, Presence), solo artist Nicola Hitchcock ended Freeman’s search when answering his request. The two instantly clicked, for Hitchcock also had a debut album under her belt and the two formed Mandalay in the mid-nineties.Incorporating trip-hop loops similar to Portishead and Hitchcock’s vocal perfections, the duo earned props throughout the latter part of the decade in their native U.K., specifically with the albums Empathy and Instinct.

Madonna even called Mandalay her new favorite band in fall 2000. Mandalay had signed to V2 by mid-2000 and prepped for their stateside major-label release, Solace, in spring 2001.

დღეს დილით…

am_07_by_retrodiva88რაღაც ჩამესმა… ა , ჰო, ჩემი სახელი.. “არ ადგები? უკვე 12-ის ნახევარია” მაცალეთ ძილი!… მეორე გვერდზე გადავბრუნდი…
“რაა? 12-ის ნახევარი? უიმე!”
12-ზე ქართული მაქვს:| რა ვუთხარი ამ მთავრობას, აბიტურიენტობას და ცხოვრებას, ეჰ!.. წამოვდექი და კაბა გადავიცვი, სასწრაფოდ აბაზანაში შევვარდი, წიგნებს დავტაცე ხელი… მმმმმმმ, გრამატკის დავალების დაწერა დამვიწყნია…
მაგიდას მივვარდი, უკვე თორმეტს 15 აკლია…
აჰა, ერთს მოვრჩი, ახლა მეორე..
ვიღაც აკაკუნებს. მეზობელი…
(ოღონდ ეს არა)
- გვანცი, გცალია?
- (ნაძალადევად ვიღიმები) იცით, 12-ზე ქართული მაქვს…
- სულ 2 წამის საქმეა…
- კარგით.
როგორც ყოველთვის, ინტერნეტთან დაკავშირებით აქვს პრობლემა.
- ოპერა დავხურე და ვეღარ ვხსნი.
ჰმ, სულ არ არის გაუგებარი რა დახურა და რა ვერ გახსნა…
წითელ ემბლემას დავაწექი… ჩემდა გასაოცრად, ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე გაიხსნა. ამ დროს მივხვდი, მეილში შესვლა უნდოდა…
- მადლობა, შვილო.
არაფრის-მეთქი, მივაძახე, მაგრამ უკვე ჩემი სახლისკენ მივრბოდი. დავალებას მივუჯექი, 12-ს წუთები აკლია… ნეტა დედაჩემი არ მოვიდოდეს, ბებიამ უკვე დამაყარა ქოქოლა.
აჰა, ბოლო წინადადებაც და მორჩა!
დედა მოვიდა… არადა, მხოლოდ ორი სიტყვა იყო დარჩენილი.
მშვენიერი სიტყვებით შემამკეს…
პალტო შემოვიცვი, კაშნე მოვიგდე და უსწრაფესი ნაბიჯებით გავუტიე მასწავლებელთან…